Saturday, November 16, 2013

კურსის რეფლექსია

გული მწყდება, რომ ასე ჩქარა  გაირბინა ამ ცხრა კვირამ,შევქმენი
 ჩემი პორტფოლიო,სადაც განვათავსე ჩემი ნამუშევრები,დავასრულე პროექტზე მუშაობა,გავაკეთეთ პრეზენტაცია და ნათია მასწავლებლის დახმარებით ბლოგზე მივამაგრეთ ნაშრომები,მიმაჩნია,რომ ძალიან ნაყოფიერი ტრენინგები იყო,აქ შეძენილი ცოდნა აუცილებლად გამოგვადგება მომავალ მუშაობაში.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნათია მასწავლებელო!

Sunday, November 10, 2013



მერვე დღის რეფლექსია

კიდევ ერთხელ გავეცანით როგორ დავყოთ მოსწავლეები წყვილებად,სხვადასხვა რაოდენობის ჯგუფებად,რათა სასწავლო პროცესი სახალისო გახდეს მოსწავლეებისათვის.მუშაობის პროცესში აქტიურად  გამოვიყენებ დაჯგუფების ახალ სტრატეგიებს.განვიხილეთ ფასილიტაცია და ფასილიტაციის ნიმუშები.

Saturday, November 9, 2013

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს დიდი დრო დავუთმეთ შეფასების სისტემის ანალიზს,ნათია მასწავლებელი ყველაფერს ძალიან კარგად გვიხსნის.

Sunday, November 3, 2013

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს, ნათია მასწავლებელმა დამოუკიდებლად გვამუშავა ბლოგზე ჩვენი ნამუშევრების განთავსებაზე,გვასწავლა სტატისტიკური მონაცემების ცხრილების შედგენა.

Saturday, November 2, 2013


მეხუთე დღის რეფლექსია

ნათია მასწავლებელმა ყურადღება გაამახვილა თუ რას მივაქციოთ ყურადღება  უკუკავშირის დაწერისას,აგვიხსნა როგორ დავიცვათ  საავტორო უფლებები.

Sunday, October 27, 2013

მეოთხე დღის რეფლექსია

ისევ პროექტის შექმნაზე ვიმუშავეთ, ვისწავლეთ საპრეზენტაციო ფაილების მიმაგრება.

Saturday, October 26, 2013

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგი საინტერესო და ნაყოფირი იყო, ვისწავლეთ პროექტის გეგმის შედგენა,როგორ მოვარგოთ სტანდარტები ჩვენს პროექტს,როგორ დავსვათ კითხვები და ასე შემდეგ...

Friday, October 25, 2013

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს ნაყოფიერად ვიმუშავეთ, ბევრი რამ ვისწავლე.

მადლობა ნათია მასწავლებელს!